"ინტერი" "პსჟ"-ს დუეტს უმიზნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ინტერი" "პსჟ"-ს დუეტს უმიზნებს


მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობა ზამთარში ფრანგული "პსჟ"-ს ორი მოთამაშის გადაბირებას შეეცდება. "ნერაძურის" თვალთახედვის არეალში ადრიენ რაბიო და გრეგორი ვან დერ ვილია მოქცეული. ფრანგული გამოცემის, Sport.Fr-ს ინფორმაციით, "ინტერის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეები სწორედ 27 წლის ჰოლანდიელი და 20 წლის ფრანგი მოთამაშეები იქნებიან. შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვილი და რაბიო "პსჟ"-ს ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრები ნამდვილად არ არიან. ამ სეზონში რაბიომ მხოლოდ 5 მატჩი ითამაშა, ხოლო ვან დერ ვილი მოედანზე 3-ჯერ გამოჩნდა.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები