კოსტა შესაძლოა "ლივერპულთან" მატჩამდე გამოჯანმრთელდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოსტა შესაძლოა "ლივერპულთან" მატჩამდე გამოჯანმრთელდეს


ლონდონის "ჩელსისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ შესაძლოა "ლივერპულთან" გასამართ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. ლონდონური კლუბის ფორვარდმა ლიგის თასის 1/8 ფინალში ტრავმა მიიღო. The Telegraph იტყობინება, რომ "არისტოკრატთა" სამედიცინო შტაბის ცნობით არსებობს შანსი იმისა, რომ დიეგო კოსტამ მერსისაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-ლიგის მე-11 ტურში "ჩელსის" მეტოქე "ლივერპული" იქნება. შეხვედრა შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები