ჯამპაოლო: მჭედლიძე "ემპოლისთვის" დიდი ძალაა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯამპაოლო: მჭედლიძე "ემპოლისთვის" დიდი ძალაა


გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე "ემპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯამპაოლომ გუნდში არსებულ სიტუაციაზე და ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა. "შემადგენლობის მხრივ ყველაფერი კარგადაა, თუმცა, 2 ფეხბურთელი ლაზარეთში გვყავს. მჭედლიძე და კროსი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ და, რა თქმა უნდა, მათი არ ყოფნა დანაკლისია, თუმცა, ყოველთვის ვიტყვი, რომ გუნდში ყველაფერი კარგადაა", - აცხადებს "ემპოლის" მწვრთნელი. მოგეხსენებათ, ლევანმა ტრავმა სექტემბრის თვეში მიიღო და მის მერე არ უთამაშია. ქართველმა ფორვარდმა ვარჯიში განაახლა და, სავარაუდოდ, შემდეგ ტურში დაბრუნდება.  

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები