რუდი გარსია: "არ ღირს "იუვენტუსის" დავიწყება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რუდი გარსია: "არ ღირს "იუვენტუსის" დავიწყება"


"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ გამოთქვა აზრი, რომ არ ღირს საჩემპიონო რბოლიდან "იუვენტუსის" გამორიცხვა. "საჩემპიონო რბოლა "ნაპოლისთან" და "ინტერთან"? არ ღირს "იუვენტუსის" დავიწყება. სერია ა არ შემოიფარგლება "ნაპოლითა" და "ინტერით". ტოპ ადგილებისთვის ბევრად მეტი გუნდი იბრძვის, რაც ჩემპიონატს უფრო მიმზიდველს ხდის. "რომა" შედეგიანობის მიხედვით ევროპის მესამე გუნდია? ეს არ ვიცოდი, მაგრამ აქ მთავარი ბალანსია. გოლები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხანდახან ძალიან სასარგებლოა გოლის არგაშვება. ვერ ვიტყვი, რომ სკუდეტოს სწორედ საუკეთესო შეტევა ან საუკეთესო დაცვა მოიგებს, მაგრამ მიხარია, რომ ქვეყანაში, სადაც ისტორიულად ტაქტიკას და დაცვას დიდ ყურადღებას უთმობენ, ჩემს გუნდს ძალიან ბევრი გოლი გააქვს" , - თქვა გარსიამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები