"კოლხეთი" "საბურთალოს" ლანჩხუთში მიიღებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"კოლხეთი" "საბურთალოს" ლანჩხუთში მიიღებს


დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-10 ტური გაიმართება. დღევანდელ დღეს, მხოლოდ ერთი მატჩია ჩანიშნული, რომელიც ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სტადიონზე ჩატარდება. ფოთის "კოლხეთს", რომელსაც რამდენიმე კვირის წინ გელა სანაია ჩაუდგა სათავეში, მე-10 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება თბილისელებს, "საბურთალო" სატურნირო ცხრილში ამჟამად მე-8 ადგილზეა. დანარჩენი 7 მატჩი ხვალ, 1 ნოემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, ხვალინდელ მატჩებს: "დილა" - "შუქურა"  "დინამო" (ბთ) - "სიონი"  "ცხინვალი" - "სამტრედია" "ზუგდიდი" - "საპოვნელა" "მერანი" - "ლოკომოტივი" "დინამო" (თბ) - "ჩიხურა" "ტორპედო" - "გურია"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები