ქეცბაიას მორიგი გამარჯვება კვიპროსში და ისტორიული შედეგი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ქეცბაიას მორიგი გამარჯვება კვიპროსში და ისტორიული შედეგი


მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაშია კვიპროსული "აპოელი". გუშინ გუნდმა "აშნასი" 3:0 გაანადგურა და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილმა გუნდმა შიდა ჩემპიონატში ბოლოს ქულები 2 თვის წინ დაკარგა, როდესაც "ლარანკასთან" 2:2 ითამაშა. ამის შემდეგ კი "აპოელს" გოლიც კი არ გაუშვია, რაც ისტორიული შედეგია "აპოელისთვის". მსგავსი შედეგი გუნდს ბოლო ათწლეულის მანძილზე არ ჰქონია. 9 ტურის შემდეგ "აპოელს" 41 გოლი აქვს გატანილი, დაახლოებით 3-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე დანარჩენ კლუბებს. შემდეგ შეხვედრას ქეცბაიას კლუბი ევროპა ლიგაზე, "ასტერასის" წინააღმდეგ გამართავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები