პატრის ევრა: "ფერგიუსონი 99%-ით დარწმუნებული იყო, რომ რონალდუ "ემიუში" დაბრუნდებოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პატრის ევრა: "ფერგიუსონი 99%-ით დარწმუნებული იყო, რომ რონალდუ "ემიუში" დაბრუნდებოდა"


"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი პატრის ევრა კრიშტიანუ რონალდუს ინგლისში დაბრუნებაზე საუბრობს. "მე კარგად მახსოვს ის დღეები 2013-ში, როცა ფერგიუსონი მეუბნებოდა: "პატრის, მე კლუბში კიდევ 5 წლით დავრჩები". მე ვუპასუხე: "დიახ ბოსს, ჩვენ ეს ძალიან გაგვახარებს". მე მისი სიტყვების მჯეროდა. ფერგიუსონმა ერთხელაც თქვა: "99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რონალდუ დაგვიბრუნდება." ჩემი რეაქცია კი ასეთი იყო: "ვაუ, ჩვენ ზმად ვართ კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ." თუმცა რაც შემდეგ მოხდა ყველამ კარგად დაინახა. მისი სიტყვები არ ასრულდა და ამან ძალიან დიდი მორალური დარტყმა მომაყენა.", - განაცხადა პატრის ევრამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები