არსენ ვენგერი: "გვარდიოლას "არსენალში" თამაში უნდოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენ ვენგერი: "გვარდიოლას "არსენალში" თამაში უნდოდა"


"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მიუნხენელთა მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას წარსულში ლონდონურ კლუბში უნდოდა თამაში. "მას "არსენალში" უნდოდა თამაში ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ. ხოსეპს შევხვდი, როცა 30-31 წლის იყო. ამის შემდეგ იტალიაში გაემგზავრა, მე კი ისეთი ფეხბურთელები მყავდა, როგორებიც პატრიკ ვიეირა და ემანუელ პეტი არიან. ისინი ახალგაზრდები იყვნენ და ნაკრებში თამაშობდნენ" , - თქვა ვენგერმა. შეგახსენებთ, გვარდიოლა 1990-2001 წლებში "ბარსელონაში" თამაშობდა. შემდეგ ის "ბრეშიაში", "რომაში", "ალ-აჰლიში" და "დორადოსში" ასპარეზობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები