აბურჯანია: "ვეცდებით, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აბურჯანია: "ვეცდებით, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს"


აბურჯანია:
სულ მალე, ევროპაში სანაკრებო პაუზა დაიწყება. შეხვედრებს გამართავს საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებიც. 12 ნოემბერს, ალმერიაში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო 17 ნოემბერს, გორში შვედეთის გუნდს. ჯგუფურ სიტუაციასთან, შანსებთან და მომდევნო შეხვედრებთან დაკავშირებით, GOAL.GE-სთან საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ ისაუბრა. "ძალიან დაძაბული სიტუაციაა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ჯგუფში. მომდევნო ორი მატჩი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტია და საწყენია, რომ არ გვაქვს საშუალება სრული შემადგენლობით ვითამაშოთ. ჯგუფიდან გასვლის შანსებზე წინასწარ კომენტარის გაკეთება რთულია. რაც შეეხება მეტოქეებს, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ ორივე ნაკრებში. ესპანეთი უპირატესობას ანიჭებს ბურთის კონტროლს, ხოლო შვედეთი ცდილობს უფრო სწრაფად შეგიტიოს და ფლანგებიდან გაამწვავოს თამაში. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ. ვეცდებით, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს და მატჩები გამარჯვებით დავასრულოთ".

ნინო ვაშაკიძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები