2018 წელს ევროპის ლიგის ფინალი ლიონში ჩატარდება


2018 წელს ევროპის ლიგის ფინალი ლიონში ჩატარდება
უეფას დღევანდელ კონგრესზე ევროპის ლიგის 2017/18 წლების სეზონის ფინალური მატჩის ჩატარების ადგილი გაირკვა.

როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, 2018 წელს ევროპის რანგით მეორე ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრას საფრანგეთის ლამაზი ქალაქი ლიონი უმასპინძლებს.

უცნაურია, რომ ჯერ სტადიონის სახელი ცნობილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ ფინალი ლიონის "ოლიმპიკის" ახალ არენაზე, "პარკ ოლიმპიკზე" ჩატარდება, რომელიც ამ წლის იანვარში გაიხსნა.

მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლიონი

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები