მანჩესტერი და არსენალი ლევერკუზენის 20 წლის ფეხბურთელის შეძენას შეეცდებიან


მანჩესტერი და არსენალი ლევერკუზენის 20 წლის ფეხბურთელის შეძენას შეეცდებიან
პრემიერ ლიგის ორი გრანდი – "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "არსენალი" "ლევერკუზენის" ნახევარმცველით, ბრანდტით ინტერესდებიან.

20 წლის ფეხბურთელი "ლევერკუზენში" ნაჩვენები კარგი თამაშით უამრავი გრანდსი ყურადღებას იქცევს, თუმცა მათ შორის მხოლოდ ორი ინგლისური კლუბი გამოიკვეთა.

"მანჩესტერი" და "არსენალი" ბრანდტის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდებიან.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან 2019 წლამდე გათვლილი კონტრაქტი აკავშირებს.

ყველა სიახლე

ცხრილები