პსჟ სანჩესს არ ეშვება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ სანჩესს არ ეშვება


პსჟ სანჩესს არ ეშვება
ფრანგული "პარისენჟერმენი" ლონდონის "არსენალის" ლიდერის, ალექსის სანჩესის ტრანსფერის თაობაზე ახალ შეთავაზებას ამზადებს.

უცხოურ გავლენიან გამოცემებში წერენ, რომ ფრანგები მზად არიან ალექსის სანჩესის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაუხადონ და ფეხბურთელს პირადი კონტრაქტის აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილონ.

როგორც მოგეხსენებათ, სანჩესი "არსენალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას ჯერჯერობით არ აპირებს. "მეთოფეებმა" ჩილელ ფეხბურთელს კვირაში 200 ათასი გირვანქა შესთავაზეს, რაზედაც მან უარით უპასუხა.

ადრე პრესაში დაიწერა, რომ სანჩესის გადაბირებას ჩინური კლუბებიც შეეცდებიან, თუმცა ეს პრესის მოგონილი მორიგი ჭორი აღმოჩნდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები