მილანურმა კლუბებმა დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილანურმა კლუბებმა დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს


მილანურმა კლუბებმა დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს
იტალიის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური საინტერესოდ დასრულდა და მილანურმა გრანდებმა ერთნაირი დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს.

ვინჩენცო მონტელას "მილანმა", რომელმაც ზაფხულში რამდენიმე მშვენიერი მოთამაშე დაიმატა, სტუმრად აუტსაიდერი "კროტონე" გაანადგურა. უკვე მატჩის მესამე წუთზე კუტრონეს წაქცევისა და ბოლო იმედის ჯარიმის გამო მოედნიდან ჩეკერინი გააძევეს და მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ.

თერთმეტმეტრიანი გოლად ახალწვეულმა, ფრანკ კესიემ, აქცია და "როსონერი" დააწინაურა. მოგვიანებით კი თავი ჯერ ახალგაზრდა იტალიელმა ფორვარდმა, კუტრონემ, შემდეგ კი სუსომ გამოიჩინეს და "მილანმა" ახალი სეზონი მშვენიერი შედეგით დაიწყო - 3:0.

მილანური კლუბის სასტარტო შემადგენლობაში 7 ახალწვეული იყო, ხოლო სათადარიგო სკამიდან კიდევ ერთი ახალი სახე - ანდრე სილვა ჩაერთო თამაშში.

კროტონე 0:3 მილანი

გოლები: 0:1 - კესიე (5' პენ.), 0:2 - კუტრონე (18'), 0:3 - სუსო (24').

შემადგენლობები

კროტონე: კორდაცი; ფარაონი, ჩეკერინი, კაბრერა, მარტელა; როდენი (ნალინი 56'), მანდრაგორა, ბარბეისი, სტოიანი (იცკო 71'); ბუდიმირი, ტროტა (დუსენე 7').

მილანი: დონარუმა; კონტი (აბატე 68'), ბონუჩი, მუსაჩო, რ.როდრიგესი; კესიე, ლოკატელი (მაური 78'), ჩალჰანოღლუ; სუსო, კუტრონე (ანდრე სილვა 61'), ბორინი.



მეორე მილანურმა გრანდმა კი საკუთარ მოედანზე "ფიორენტინა" მიიღო და ასევე 3:0 იმარჯვა. ანგარიში უკვე მე-5 წუთზე მაურო იკარდიმ პენალტით გახსნა და 10 წუთში დუბლი გაიფორმა. მეორე ტაიმში კი თავისი ბურთი ივან პერიშიჩმაც შეაგდო და "ნერაძურიმ", "მილანისა" და "იუვენტუსის" მსგავსად, სამბურთიანი უპირატესობით მოიგო.

ინტერი 3:0 ფიორენტინა

გოლები: 1:0 - იკარდი (5' პენ.), 2:0 - იკარდი (15'), 3:0 - პერიშიჩი (79').

შემადგენლობები

ინტერი: ჰანდანოვიჩი; დ'ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, ნაგატომო; ვესინო, ვალერო (ჟოაო მარიო 64'); კანდრევა, ბროზოვიჩი (გალიარდინი 71'), პერიშიჩი; იკარდი (ედერი 84').

ფიორენტინა: სპორტიელო; ტომოვიჩი, უგო, ასტორი, ოლივეირა; ვერეტუ (ზეკნინი 80'), კ.სანჩესი; დიასი, იესერიკი, ბენასი (კრისტოფორო 55'); სიმეონე (ბაბაქარი 60').

ამ ორი თამაშის გარდა სერია ა-ში კიდევ 5 მატჩი გაიმართა და აღსანიშნავია, რომ რომის "ლაციომ" საკუთარ მოედანზე ახალწვეული "სპალის" დამარცხება ვერ მოახერხა.

ლაციო 0:0 სპალი
ბოლონია 1:1 ტორინო
სამპდორია 2:1 ბენევენტო
სასუოლო 0:0 ჯენოა
უდინეზე 1:2 კიევო

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები