ნეიმარის სასწაული შედეგი: რომელ მოთამაშეს აქვს ყველაზე მეტი დრიბლინგი ევროპაში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარის სასწაული შედეგი: რომელ მოთამაშეს აქვს ყველაზე მეტი დრიბლინგი ევროპაში?


ნეიმარის სასწაული შედეგი: რომელ მოთამაშეს აქვს ყველაზე მეტი დრიბლინგი ევროპაში?
ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეული და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, ნეიმარი პარიზულ კლუბში მშვენივრად ასპარეზობს. 2 ჩატარებულ შეხვედრაში ნეიმარმა 3 გოლის გატანა და 3 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ბრაზილიელი მოთამაშე საფრანგეთის ჩემპიონატში ადაპტაციის გარეშე დამკვიდრდა და როგორც "გენგამთან", ისევე "ტულუზასთან" გამართულ შეხვედრებში სოლიდური თამაში აჩვენა.

ნეიმარი საშუალოდ ერთ მატჩში 12.5 დრიბლინგს ახორციელებს, რაც ევროპაში უმაღლესი შედეგია.

იხილეთ ევროპის საუკეთესო მოთამაშეები დრიბლინგების რაოდენობის მიხედვით:

1. ნეიმარი ("პსჟ") - 12.5 დრიბლინგი ერთ მატჩში
2. ოქსლეიდ ჩემბერლინი ("არსენალი") - 7.5 დრიბლინგი ერთ მატჩში
3. ალეხანდრო გომესი ("ატალანტა") - 7 დრიბლინგი ერთ მატჩში
4. სენტ-მაქსიმინი ("ნიცა") - 7 დრიბლინგი ერთ მატჩში
5. ალექს სანდრო ("იუვენტუსი") - 6 დრიბლინგი ერთ მატჩში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები