არსენალმა ევროპა ლიგაზე პირველი 3 ქულა მოიპოვა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენალმა ევროპა ლიგაზე პირველი 3 ქულა მოიპოვა [VIDEO]


არსენალმა ევროპა ლიგაზე პირველი 3 ქულა მოიპოვა [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრა ლონდონის "არსენალსა" და "კიოლნს" შორის.

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რის შედეგადაც, კორდობამ მე-9 წუთზე ანგარიში ულამაზესი დარტყმით გახსნა.

ამის შემდეგ, სრულ უპირატესობას "არსენალი" დაეუფლა და მეორე ტაიმში ზეწოლა გააძლიერა.

კოლაშინაჩის, სანჩესისა და ბელერინის გოლებით "არსენალმა" "კიოლნი" 3:1 დაამარცხა და ევროპა ლიგაზე პირველი 3 ქულა მოიპოვა.

არსენალი - კიოლნი 3:1

გოლები: კორდობა (9), კოლაშინაჩი (49), ბელერინი (82), სანჩესი (67).

გაფრთხილება: არ ყოფილა.

შემადგენლობები


არსენალი: ოსპინა, მერტესაკერი, ჰოლდინგი (კოლაშინაჩი), მონრეალი, ბელერინი, აივობი (უილშირი). ნილესი, ელნენი, სანჩესი, უოლკოტი (ნელსონი), ჟირუ.

კიოლნი: ჰორნი, კლუნტერი (ოსაკო), მერე, ჰეინცი, როში, ბიტენკორტი, ლემანი, ჰოგერი, ჰექტორი (იოიჩი), ზოლერი (რისე), კორდობა.

ევროპა ლიგის შემდეგ მატჩს "არსენალი" "ბატესთან" გამართავს, "კიოლნი" კი "ცვერნა ზვეზდას" დაუპირისპირდება.

მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები