უეფა ჯანო ანანიძის სპარტაკს დასჯის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უეფა ჯანო ანანიძის სპარტაკს დასჯის


უეფა ჯანო ანანიძის სპარტაკს დასჯის

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ მოსკოვის "სპარტაკის" წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ჩემპიონთა ლიგის მატჩში პრემიერ ლიგის ჩემპიონი სლოვენიურ "მარიბორს" ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა.

მატჩის მიმდინარეობის დროს რუსმა ფანებმა ტრიბუნებზე მაშხალები აანთეს, რაც უეფას წესების მიხედვით აკრძალულია.

მეტიც, "სპარტაკის" ქომაგმა ერთი მაშხალა არბიტრს, დენის ეიტეკენს ესროლა, რაც შეხვედრის რეპორტში ჩაიწერა.

უეფამ სწორედ ამ კუთხით დაიწყო გამოძიება.

გაცნობებთ, რომ ჯანო ანანიძეს ტრავმა აქვს და ამის გამო ტოვებდა შეხვედრას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები