ელ კლასიკო 13:00 საათზე გაიმართება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ელ კლასიკო 13:00 საათზე გაიმართება


ელ კლასიკო 13:00 საათზე გაიმართება

2017-2018 წლების სეზონში ორი ელ კლასიკო უკვე გაიმართა და აქედან ორივე "რეალმა" მოიგო.

შემდეგი შეხვედრა "ბარსელონასა" და "რეალს" შორის, ლა ლიგაში 23 დეკემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მატჩის დაწყების დრო გაასაჯაროვა. მან განაცხადა, რომ ესპანეთის დროით შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 16:00 საათი).

ტრადიციულად "ბარსელონასა" და "რეალის" შეხვედრა საღამოს იმართება, რაც ევროპაში ყველასთვის მისაღებია, თუმცა იმის გამო, რომ აზიელმა გულშემატკივრებმაც შეძლონ დროულად შეხვედრის ხილვა, ზოგჯერ მატჩი დილის საათებში იმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები