მოურინიო: "მთავარი ისაა, რომ ლუკაკუ და მანჩესტერის სხვა მოთამაშეები ერთმანეთს უგებენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო: "მთავარი ისაა, რომ ლუკაკუ და მანჩესტერის სხვა მოთამაშეები ერთმანეთს უგებენ"


მოურინიო:

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ შეაქო.

"ზოგადად თავდამსხმელი იმით ფასდება, თუ რამდენ გოლს იტანს და რა სარგებელი მოაქვს გუნდისთვის. ლუკაკუ კი იდეალური მოთამაშეა მანჩესტერისთვის.

ვფიქრობ, გუნდმა ის კარგ და საჭირო მომენტში იყიდა. ლუკაკუ უკვე ისეთ ასაკშია, რომ თავი მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინოს. მითუმეტეს, პრემიერ ლიგაში ადაპტაცია უკვე დიდი ხანია გავლილი აქვს.

ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ლუკაკუს მანჩესტერის სხვა მოთამაშეები კარგად უგებენ და ერთად ძალიან კარგად თამაშობენ", - აცხადებს მოურინიო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები