სამტრედიამ გიის გოლებით მოიგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სამტრედიამ გიის გოლებით მოიგო


სამტრედიამ გიის გოლებით მოიგო

სამტრედიაში შეწყდა თბილისი ლოკომოტივის 4-მატჩიანი მოგებათა სერია. მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს იმისთვის, რომ 3 ქულა აეღოთ და ეს დაიმსახურეს კიდეც.

მასპინძლებს მხსნელად კოტ დივუარელი ლეგიონერი ანტე გიი მოევლინათ, რომელმაც მატჩის ბოლო წუტზე მოტანა გამარჯვება იმერლებს. ეს მატჩში მისი მეორე გოლი იყო _ გიიმ 49-ე წუთზეც დააწინაურა მასპინძლებმა, მაგრამ ის გოლი ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა, ირაკლი სიხარულიძემ 68-ე წუთზე გაქვითა.

სამტრედიამ ამ მოგებით მეორე ადგილზე გადაინაცვლა და 6 ქულით ჩამორჩება ლიდერ თბილისის დინამოს, მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ დედაქალაქელები ხვალ ითამაშებენ საბურთალოსთან.

სამტრედია-ლოკომოტივი 2:1
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
1:0 გიი (49), 1:1 სიხარულიძე (68), 2:1 გიი (90)

სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი, კასრაძე (მარკოზაშვილი 81), სანდოხაძე, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი (ახალაძე 90), საბანაძე (ოლაიტანი 67), გოგიაშვილი, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი, გიი

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჭანტურია (ჩიტეიშვილი 82), სიხარულიძე, ქავთარაძე, დიასამიძე, გოროზია (კიკაბიძე 65), არველაძე, კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა, სამურკასოვი (გვალია 59)

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები