ვალვერდემ დემბელე დაიწუნა: "გამოცდილი ფეხბურთელი ამას არ გააკეთებდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდემ დემბელე დაიწუნა: "გამოცდილი ფეხბურთელი ამას არ გააკეთებდა"


ვალვერდემ დემბელე დაიწუნა:
"ბარსელონას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ ოუსმან დემბელეს ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.

20 წლის ფრანგმა "ხეტაფესთან" მატჩში მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც დაახლოებით 4 თვე ვერ ითამაშებს.

"დემბელე არის ფეხბურთელი, რომელსაც მსგავსი ტრავმა არასდროს ჰქონია და შესაბამისად ამ კუთხით გამოცდილება არ აქვს.

დიდი და გამოცდილი ფეხბურთელი იმ მოძრაობას არ გააკეთებდა, რაც ფრანგმა გააკეთა, ტრავმის მიღების დროს", - განაცხადა ვალვერდემ.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები