მსოფლიოს ვარსკვალვლავები თბილისში ბორჯომის ტყის აღდგენისთვის ითამაშებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მსოფლიოს ვარსკვალვლავები თბილისში ბორჯომის ტყის აღდგენისთვის ითამაშებენ


მსოფლიოს ვარსკვალვლავები თბილისში ბორჯომის ტყის აღდგენისთვის ითამაშებენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან. საქველმოქმედო მატჩი 29 სექტემბერს დინამო არენაზე 21:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს დედაქალაქს ეწვევიან: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრეო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენტიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი.

მსოფლიოს თეთრმეტეული მასპინძელ, ფედერაციის თეთრმეტეულს დაუპირისპირდება და საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

ბილეთების გაყიდვა დღეიდან ონლაინ რეჟიმში დაიწყ და მისი ძირითადი ფასი 5 ლარი ქნება. ასევე გაყიდვაშია 10, 15 და 25 ლარიანი ბილეთები.

დავით მუჯირი, სფფ-ს გენერალური მდივანი:

_ აგვისტოში ქვეყნის ტერიტორიაზე დიდი ხანძარი იყო და მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანის, ვინც მის ლოკალიზებაში წვლილი შეიტანა. კარგად მოგეხსენებათ ირლანდიასთან მატჩის გაყიდულუ ბილეთები მთლიანად მოხმარდა ბორჯომის ტყის აღდგენას. მაშინვე გაჩნდა იდეა, რომ საქველმოქმედო მატჩი გამართულიყო. მადლობა ასევე პარტნიორებს _ ვითიბი ბანკსა და ლუდი აისს. ერთ-ერთი გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება ოტო რეჰაგელი, ხოლო მოწვეული ფეხბურთელების ტიტულების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს...

ფრანჩესკო ტოტი კი კარიერის დარულების შემდეგ პირველ მატჩს თბილისში გამართავს. ეს შემადგენლობა არ არის საბოლოო და შესაძლოა, სხვა ფეხბურთელებიც დაემატნონ...

ჯენარო გატუზო გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებს ჩამოსვლას. ვნახოთ რა იქნება...
ძალიან მცირე ვადაში მოგვიწია ამ ფეხბურთელების შეკრება და ვისთან მიდის მოლაპარაკება, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით...

ჩვენი სურვილია რომ კახი კალაძემ ითამაშოს, ის ძალიან დაგვეხმარა თავისი კონტაქტებით და 2 კვირის შუალედში რომ მოვახერხეთ ამ შემადგენლობის შეკრება და მისი მადლობელი ვართ. კახიც მოწვეულია ამ თამაშზე, ამასთან იმ ფეხბურთელების მოთხოვნაც არის, რომ კახიმ ითამაშოს, მაგრამ ჯერ დადასტურებული არაფერია, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ითამაშებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები