დემბელეს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - რამდენ ხანს იუქმებს ფრანგი?
თარიღი: სექტემბერი 19, 2017, 18:30
"ბარსელონას" თავდამსხმელს, უსმან დემბელეს ფეხის კუნთის მყესზე ქირურგიული ჩარევა წარმატებით ჩაუტარდა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.
აღინიშნება, რომ ფორვარდის აღდგენითი პროცესები სამთვენახევარს გასტანს.
შეგახსენებთ, ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში "ხეტაფესთან" (2:1) გამართულ მატჩში მიიღო.
ამ სეზონში დემბელემ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE