აზარი: "მოთამაშეებს ერთმანეთის თვალდახუჭული გვესმის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აზარი: "მოთამაშეებს ერთმანეთის თვალდახუჭული გვესმის"


აზარი:

ლონდონის "ჩელსის" შემტევმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა, ანტონიო კონტეს მიდგომასა და სავარჯიშო პროცესებზე ისაუბრა.

"ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ და სავარჯიშო მოედანზე რამდენიმე საათს ვატარებთ, რასაც მატჩების დროს თავისი შედეგი მოაქვს.

გასულ წელს კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ჩემპიონებიც გავხდით. წარმატების გასაღები აშკარაა - ძალიან ბევრი მუშაობა.

ტაქტიკას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. შემტევ მოთამაშეებს ბევრი სირბილი უწევთ, ვინაიდან ისინი თავსაც იცავენ და კიდევ ბევრს მუშაობენ.

გარდა ამისა, ჩვენ ზუსტად ვიცით თუ რა უნდა გავაკეთოთ მოედანზე. "ჩელსის" მოთამაშეებს ბურთის გაგორება თვალდახუჭული შეუძლიათ, რაც ძალიან კარგია", - განაცხადა ბელგიელმა შემტევმა.

ინგლისის პრემიერ ლიგის ახალი სეზონის 5 ტურის შემდეგ "ჩელსის" 10 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. წინ კი მანჩესტერული კლუბები არიან 13-13 ქულით.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჩელსი ედენ აზარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები