პოჩეტინო: "დელე ალი - ტოტენჰემის საკვანძო ფიგურაა, მასთან მუშაობა მაბედნიერებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოჩეტინო: "დელე ალი - ტოტენჰემის საკვანძო ფიგურაა, მასთან მუშაობა მაბედნიერებს"


პოჩეტინო:

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ თავისი გუნდის ინგლისელ ნახევარმცველზე, დელე ალიზე იასუბრა.

როგორც მოგეხსენებათ, დელე ალი "ტოტენჰემთან" ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებას აჭიანურებს და კლუბთან შეთანხმებას არ ჩქარობს. სწორედ ამიტომ, გაჩნდა ეჭვები, რომ მალე ინგლისელი მოთამაშე "ტოტენჰემს" დატოვებს და კარიერას სხვა კლუბშ გააგრძელებს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პოჩეტინომ შემდეგნაირი განცხადება გააკეთა:

"ჩემთვის დელე ალი - ტოპ-ფეხბურთელია, ის "ტოტენჰემისთვის" საკვანძო ფიგურაა. მან გოლის გატანა შეძლო და ჩვენს გუნდს ძალიან დაეხმარა.

ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობა მიჭევს. უეჭველია, რომ უკეთესად თამაში ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია, თუმცა ახლა დელეს აქვს ისეთ პერიოდი, როცა ბალანსის დაჭერა მოუწევს", - განაცხადა პოჩეტინომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები