ლიოვი: "ნოიერი ასეთივე ძლიერი დაბრუნდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლიოვი: "ნოიერი ასეთივე ძლიერი დაბრუნდება"


ლიოვი:

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, მანუ ნოიერის დაზიანებაზე ისაუბრა და 31 წლის გოლკიპერი გაამხნევა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ნოიერს ასეთი ისტორია გადახდა თავს. ეს მისთვის სერიოზული დარტყმაა. მანუელს ძლიერი მენტალიტეტი, სურვილი და დისციპლინა აქვს. სწორედ ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ასეთივე ძლიერი დაბრუნდეს.

ის ახლა სანდო ხელშია და იცის, რომ საჭიროების შემთხვევაში, გერმანიის ნაკრებიდანაც და "ბაიერნიდანაც" მიიღებს დახმარებას", - განაცხადა იოგი ლიოვმა.

ნოიერმა გასულ სეზონში, აპრილის ბოლოს, მარცხენა ფეხის ტერფი მოიტეხა და საკუთარ გუნდს აგვისტოს ბოლომდე ვერ დაეხმარა. ორშაბათის ვარჯიშზე კი მანუმ კვლავ მარცხენა ფეხის ტერფი მოიტეხა, გუშინ მეორე ოპერაცია გაიკეთა და ახლა ლაზარეთში 2018 წლის იანვრამდე იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები