UEFA-მ ჯანო ანანიძის სპარტაკი დასაჯა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

UEFA-მ ჯანო ანანიძის სპარტაკი დასაჯა


UEFA-მ ჯანო ანანიძის სპარტაკი დასაჯა

უეფამ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, ჯანო ანანიძის "სპარტაკი" დასაჯა.

"მარიბორთან" მატჩის დროს, რუსმა ფანებმა მოედანზე მაშხალები შეაგდეს და ერთ-ერთი ნივთი მსაჯს მოხვდა.

ამის გამო "სპარტაკი" 60 000 ევროთი დაჯარიმდა.

ასევე, მორიგ გასვლით მატჩს მოსკოვური გუნდი ფანების გარეშე გამართავს. 1 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "საპრტაკი" სტუმრად "სევილიას" ხვდება. ესპანეთში რუს ფანებს სტადიონზე არ შეუშვებენ.

მანამდე კი ანანიძის გუნდი შინ "ლივერპულს" მასპინძლობს, სადაც რუსი ფანები დაიშვებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები