დიდავი: "გუნდურად ვიბრძოლეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიდავი: "გუნდურად ვიბრძოლეთ"


დიდავი:

"ვოლფსბურგის" შემტევმა ნახევარმცველმა, დანიელ დიდავიმ, მიუნხენის "ბაიერნთან" გუშინდელი თამაში (2:2) შეაფასა.

"მოხარული ვართ ქულის მოპოვებით, რასაც არავინ ელოდა. მწვრთნელს დიდი დრო არ ჰქონია, მხოლოდ ორი ვარჯიში ჩავატარეთ, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შედეგი მიგვეღო.

გუნდურად ვიბრძოლეთ. პირველ ტაიმში ჩანდა, რომ ეს "ბაიერნისთვის" საუკეთესო დღე არ იყო. მეორე ნახევარში კი უფრო გახსნილი თამაში წავიდა."

"ვოლფსბურგი" მიუნხენში 0:2 აგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს მიაღწია. "ბაიერნის" კარში მეორე გოლი სწორედ დიდავიმ გაიტანა, რომელიც თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო.
ასევე იხილეთ თემაზე:
ვოლფსბურგი დანიელ დიდავი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები