ალ-ხელაიფი: "ვერმოგების მიზეზი ნეიმარის არყოფნა არ ყოფილა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალ-ხელაიფი: "ვერმოგების მიზეზი ნეიმარის არყოფნა არ ყოფილა"


ალ-ხელაიფი:

"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, "მონპელიესთან" გუშინდელ თამაშს გამოეხმაურა, რომელიც მისმა გუნდმა ვერ მოიგო და სეზონში პირველი ქულები დაკარგა.

"ამ თამაშის ვერმოგების მიზეზი ნეიმარის არყოფნა არ იყო. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ასეთ ასპარეზობას კიდევ სხვა მიზეზები აქვს.

ვიცოდით, რომ მონპელიეში თამაში ყოველთვის რთულია და ამისათვის მზად ვიყავით. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მაგრამ ყველა მატჩს ვერ მოიგებ. მწვრთნელი და პერსონალი ამ მატჩს გაანალიზებს და დასკვნებსაც გამოიტანს.

ჩვენ მოტივაციასა და კონცენტრაციას ვინარჩუნებთ, ვინაიდან წინ "ბაიერნთან" მატჩია. მომდევნო თამაში - ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა ალ-ხელაიფიმ.

პარიზულმა კლუბმა საფრანგეთის ლიგა 1-ს მე-7 ტურში სტუმრად "მონპელიე" ვერ დაამარცხა და ფრედ 0:0 ითამაშა. თუმცა "პსჟ" 19 ქულით ეროვნულ ჩემპიონატს მაინც ლიდერობს.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ ნასერ ალ-ხელაიფი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები