კომპანი შახტართან არ იქნება, მენდის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კომპანი შახტართან არ იქნება, მენდის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა


კომპანი შახტართან არ იქნება, მენდის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა
"მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველი, ვენსან კომპანი თავის გუნდს უახლოეს მატჩში ვერ დაეხმარება.

კომპანიმ ტრავმა ბელგიის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას, სექტემბრის თვის დასაწყისში მიიღო და მას შემდეგ არ გასულა მინდორზე.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ კომპანი "შახტართან" გასამართი შეხვედრისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

ბენჟამენ მენდის მდგომარეობა, რომელიც "კრისტალ პალასთან" დაშავდა, დღეს შეფასდება.

ცნობისთვის, "შახტარი" - "მან სიტი" ხვალ, 26 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის ეგიდით გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები