2 მსოფლიო დონის მწვრთნელი, რომლებმაც შესაძლოა მილანი ჩაიბარონ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

2 მსოფლიო დონის მწვრთნელი, რომლებმაც შესაძლოა მილანი ჩაიბარონ


2 მსოფლიო დონის მწვრთნელი, რომლებმაც შესაძლოა მილანი ჩაიბარონ

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანმა" ძალიან ბევრი ტრანსფერი გააკეთა, გუნდი სათანადო დონეზე მაინც ვერ თამაშობს.

იტალიის ჩემპიონატის წინა ტურში, მილანელებმა ძალიან ცუდად ითამაშეს და "სამპდორიასთან" წააგეს.

შესაბამისად, იტალიურ პრესაში არის საუბრები, რომ უახლოეს მომავალში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მონტელას გაუშვებენ.

მის შემცვლელად კი ორი მსოფლიო დონის მწვრთნელი - ანტონიო კონტე და კარლო ანჩელოტი მოიაზრება.

ცოტა ხნის წინ, კონტემ განაცხადა, რომ მოვა დრო, როცა ის კვლავ იტალიაში გააგრძელებს მუშაობას. შესაძლოა ამაში სწორედ "მილანი" იგულისხმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები