იუვენტუსს მარკიზიო და ხედირა დაუბრუნდნენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსს მარკიზიო და ხედირა დაუბრუნდნენ


იუვენტუსს მარკიზიო და ხედირა დაუბრუნდნენ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი თამაშის წინ ტურინის "იუვენტუსს" ორი ცენტრალური ნახევარმცველი დაუბრუნდა.

"ბებერი ქალბატონის" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე კლაუდიო მარკიზიომ და სემი ხედირამ სრული დატვირთვით იმუშავეს.

მარკიზიოსა და ხედირას ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდათ, ამიტომ "იუვეს" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, შესაძლოა არ გარისკოს და ისინი ოქტომბრამდე კიდევ დაასვენოს.

ხვალ ტურინული გრანდი საკუთარ მოედანზე "ოლიმპიაკოსს" მიიღებს და "კამპ ნოუზე" მარცხის შემდეგ რეაბილიტაციის მოხდენას შეეცდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები