ჰამანი: "ბაიერნი გუნდი აღარ არის!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰამანი: "ბაიერნი გუნდი აღარ არის!"


ჰამანი:

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ნახევარმცველმა, დიტმარ ჰამანმა, კარლო ანჩელოტის გუნდიდან წასვლაზე ისაუბრა და "რეკორდმაისტერს" გუნდურობისკენ მოუწოდა.

"პსჟ" "ბაიერნზე" გაცილებით უკეთესი არ არის, მაგრამ მათ შორის ერთი დიდი სხვაობაა..."ბაიერნი" არ არის გუნდი, გუნდი! ახლა მიუნხენურ კლუბში ერთობა არ არსებობს და ყველა აკეთებს იმას, რაც სურს.

რამდენიმე კვირის წინ რიბერის საქციელი, როდესაც მან კლუბის მაისური მოისროლა და მიუხედავად ამისა საჯაროდ არანაირი კრიტიკა არ მიიღო, იმის დასტურია, რომ კონტროლი არ არსებობს. ეს არ არის გუნდი, რადგან ყველა ყველაფერს აკეთებს.

ვილი სანიოლის დატოვება ან ახალი მწვრთნელის მოყვანა - ორივე დიდი რისკია. საბედნიეროდ, ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია და "ბაიერნს" სიტუაციის შეცვლა შეუძლია. თუმცა ნამდვილად ვერ ვხვდები როგორ აპირებს ამას მიუნხენური გრანდი", - აღნიშნა ჰამანმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი დიტმარ ჰამანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები