რომას კიდევ ერთი მოთამაშე გამოაკლდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომას კიდევ ერთი მოთამაშე გამოაკლდა


რომას კიდევ ერთი მოთამაშე გამოაკლდა

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-7 ტურის ცენტრალური თამაშის წინ "რომამ" კიდევ ერთი მოთამაშე დაკარგა.

რომაული კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ "მილანის" წინააღმდეგ გუნდს შესაძლოა ახალგაზრდა ნახევარმცველი, ლორენცო პელეგრინი, ვერ დაეხმაროს.

პელეგრინის კუნთის პრობლემები აქვს. მან დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპაზე, "ყარაბახთან" გასვლით შეხვედრაში (2:1), მიიღო.

"რომა" "როსონერის" გასვლაზე კვირას დაუპირისპირდება და პელეგრინის გარდა "მგლებს" ექტორ მორენო, გრეგორი დეფრელი და დიეგო პეროტი დააკლდებათ.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ლორენცო პელეგრინი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები