იუვენტუსმა ანდრე გომეშის სანაცვლოდ 50 მლნ ევროს გადახდაზე უარი თქვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსმა ანდრე გომეშის სანაცვლოდ 50 მლნ ევროს გადახდაზე უარი თქვა


იუვენტუსმა ანდრე გომეშის სანაცვლოდ 50 მლნ ევროს გადახდაზე უარი თქვა

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ანდრე გომეში "იუვენტუსში" გასულ ზაფხულს კატალონიური კლუბის მიერ მოთხოვნილი მაღალი ფასის გამო არ გადავიდა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" "ბებერი ქალბატონისგან" 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვდნენ.

კატალონიური გრანდი გომეშის იჯარის წესით გაშვებას არ დათანხმდა.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელი "ბარსაში" მეორე სეზონს ატარებს. გასულ სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები