რიბერი ტრავმის გამო სამ თვემდე იუქმებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რიბერი ტრავმის გამო სამ თვემდე იუქმებს?


რიბერი ტრავმის გამო სამ თვემდე იუქმებს?

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ, რომელმაც გერმანიის ჩემპიონატის მე-7 ტურში "ჰერტასთან" (2:0) მატჩში ტრავმა მიიღო, შეიძლება სამ თვემდე იუქმოს, იუწყება Bild.

ფრანგმა ჰავბეკმა ბერლინელებთან გამართული შეხვედრის 62-ე წუთზე მუხლი დაიზიანა და იძულებული გახდა მინდორი ექიმების დახმარებით დაეტოვებინა.

აქამდე რიბერიმ თქვა, რომ იმედი აქვს ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა არც მუხლის მყესების გაწყვეტა გამორიცხა.

2017/18 წლების სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირზე ერთად 9 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი გოლით გამოიჩინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები