გერმანიის ნაკრებს ვერნერი გამოაკლდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გერმანიის ნაკრებს ვერნერი გამოაკლდა


გერმანიის ნაკრებს ვერნერი გამოაკლდა

"ლაიფციგის" ცენტრალური თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი, გერმანიის ეროვნულ ნაკრებს მოახლოვებულ თამაშებში დააკლდება.

როგორც გერმანული ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ვერნერი იძულებული გახდა, რომ ეროვნული გუნდის ბანაკი ტრავმის გამო დაეტოვებინა.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები 5 ოქტომბერს სტუმრად ჩრ.ირლანდიას შეხვდებიან, ხოლო სამ დღეში შინ აზერბაიჯანის ნაკრებს მიიღებენ.

24 წლის ვერნერმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში 3 მატჩის ჩატარება და 2 ბურთის გატანა მოასწრო. გერმანიას კი 8 თამაშის შემდეგ 100%-იანი (24 ქულა) მაჩვენებელი აქვს.
ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები ტიმო ვერნერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები