აგენტი: "კულიბალი ნაპოლიში ბედნიერია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აგენტი: "კულიბალი ნაპოლიში ბედნიერია"


აგენტი:

"ნაპოლის" ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის, ბრუნო სატინის, აგენტმა აღნიშნა, რომ მისი კლიენტი ნეაპოლურ კლუბში ბედნიერია.

"რამდენად ფასობს კულიბალი? არ ვიცი, ბოლო წლებში სატრანსფერო ფანჯრის ბაზარზე მოთხოვნები სერიოზულად შეიცვალა.

ჩვენ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გასულ წელს გავახანგრძლივეთ და ხელშეკრულება 2021 წლამდეა ძალაში. ის მშვიდად არის და ნეაპოლში ბედნიერია, ვინაიდან დიდებული გუნდის რიგებში ასპარეზობს.

ასე, რომ კალიდუი გუნდის დატოვებას არ აპირებს და სურს, რომ "ნაპოლისთან" ერთად სკუდეტო მოიგოს", - განაცხადა სატინმა.

26 წლის სენეგალელი "ნაპოლის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს და "ცისფრების" მაისურით 95 თამაშში მიიღო მონაწილეობა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი კალიდუ კულიბალი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები