სამპაოლი: "მესი და დიბალა ერთმანეთს ძალიან ჰგვანან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სამპაოლი: "მესი და დიბალა ერთმანეთს ძალიან ჰგვანან"


სამპაოლი:

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპალოიმ, პაულო დიბალასა და ლიონელ მესის მსგავსებაზე ისაუბრა.

"ჩვენ არ გვაქვს დრო იმისათვის, რომ მესისა და დიბალას ურთიერთობის მოგვარებაზე ვიზრუნოთ.

ჩვენ უფრო სოლიდურად უნდა ვიმოქმედოთ და მხოლოდ იმ თამაშზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც წინ გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია.

დიბალა ჩვენი მომავალია და ეს კარგად ვიცით. ამ მომენტისათვის კი ერთადერთი და მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის ლიონელ მესის ძლიან ჰგავს.

დიბალას კომენტარში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მან სწორედ აღნიშნა, რომ მესის გვერდით თამაში მოსწონს, მაგრამ ამ დროს მოედანზე თავის ადგილს ვერ პოულობს", - განაცხადა სამპაოლიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები