ხავი: "მესი თუ ბურთთან არ არის, ბრაზდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხავი: "მესი თუ ბურთთან არ არის, ბრაზდება"


ხავი:

ამაღამ 03:30 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში არგენტინის ნაკრები პერუს ნაკრებს ხვდება.

სანაკრებო პაუზის დროს, ხავიმ ყოფილ თანაგუნდელზე ლიონელ მესიზე ისაუბრა.

"არგენტინის ნაკრებშიც და "ბარსელონაშიც" ბურთი ყოველთვის მესის გარშემო მოძრაობას. 10 წუთიც კი არ გავა ისე, რომ ლეო ბურთს არ შეეხოს.

ის არის მოთამაშე, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ბურთია. ყველაფერი მის გარშემო ხდება.

ასევე, თუ მესი ბურთს მოშორდა დიდი ხნით, ის ბრაზდება", - განაცხადა ხავიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები