პსჟ კავანის სანჩესით შეცვლას გეგმავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ კავანის სანჩესით შეცვლას გეგმავს


პსჟ კავანის სანჩესით შეცვლას გეგმავს

"პსჟ" მომავალ ზაფხულს თავდამსხმელ ედინსონ კავანის გაყიდვას გეგმავს.

როგორც Le Parisien იუწყება, პარიზელები ურუგვაელის შეცვლას "არსენალის" ფორვარდ ალექსის სანჩესით გეგმავენ.

28 წლის ჩილელს "მეთოფეებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2018 წლის ივნისში ეწურება.

აღინიშნება, რომ სანჩესი "პსჟ"-ს ახალწვეულ ნეიმართან მეგობრობს და ის ფეხბურთელია, რომლის შეძენაც ბრაზილიელმა გასულ ზაფხულს კლუბში მისვლის შემდეგ მოითხოვა.

მიუხედავად 25 წლის სუპერვარსკვლავის სურვილისა, "პსჟ"-ში ეს ტრანსფერი ამ წელს არ განახორციელეს, რადგან "მონაკოს" კილიან მბაპეს თაობაზე შეუთანხმდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები