ნაპოლის პრეზიდენტს სკუდეტოს მოგების სჯერა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლის პრეზიდენტს სკუდეტოს მოგების სჯერა


ნაპოლის პრეზიდენტს სკუდეტოს მოგების სჯერა

"ნაპოლის" ამბიციური პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ამ სეზონში იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

"ცხრილის სათავეში ყოფნა მშვენიერია. საბოლოოდ ქულებს მარტში დავითვლით, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ და ასე გაგრძელებას ვეცდებით.

სკუდეტოს მოგების მჯერა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ოქტომბერია და შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. სამედიცინო შტაბის კარგი მუშაობის წყალობით, გუნდში ტრავმიანობა იშვიათია და არკადიუშ მილიკის შემთხვევა მხოლოდ უბედური იყო", - განაცხადა დე ლაურენტისმა.

ნეაპოლურ კლუბს იტალიის სერია ა 1990 წლის შემდეგ არ მოუგია და ახლა ეროვნულ ჩემპიონატს 7 ტურის შემდეგ 21 ქულით ლიდერობს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი აურელიო დე ლაურენტისი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები