ნეიმარი ჩემპიონთა ლიგიდან ბარსელონას მოკვეთას ითხოვს! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარი ჩემპიონთა ლიგიდან ბარსელონას მოკვეთას ითხოვს!


ნეიმარი ჩემპიონთა ლიგიდან ბარსელონას მოკვეთას ითხოვს!

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა უეფას ჩემპიონთა ლიგიდან "ბარსელონას" მოკვეთის თხოვნით მიმართა.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS იტყობინება, ფეხბურთელს ადვოკატებმა ასე მოქცევა იმიტომ ურჩიეს, რომ კატალონიელებს მისთვის ბონუსის სახით 26 მილიონი ევრო ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ, რომელიც გასულ წელს გახანგრძლივებული კონტრაქტის პირობების თანახმად უნდა მიეღო.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს კატალონიელებთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული.

მიუხედავად ამისა, ზაფხულში ნეიმარი "ბარსელონადან" "პსჟ"-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, რაც მსოფლიო ფეხბურთის რეკორდია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები