გენდერული თანასწორობა ფეხბურთში - კაცთა და ქალთა გუნდები თანაბრად დაფინანსდებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გენდერული თანასწორობა ფეხბურთში - კაცთა და ქალთა გუნდები თანაბრად დაფინანსდებიან


გენდერული თანასწორობა ფეხბურთში - კაცთა და ქალთა გუნდები თანაბრად დაფინანსდებიან

ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციამ ქალთა ფეხბურთის წარმომადგენლებთან ახალი ხელშეკრულება დადო, რაც ფინანსების გაზრდას ითვალისწინებს.

ნორვეგიის ქალთა და კაცთა ეროვნულ ნაკრებებში ფინანასები თანაბრად იქნება გადანაწილებული.

გაცნობებთ, რომ კაცთა ნაკრებში ბიუჯეტი 600 000 დოლარია და ქალთა ნაკრებში 300 000 დოლარი იყო.

"ნორვეგია არის ქვეყანა, სადაც გენდერული თანასწორობა უზომოდ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება კარგი იქნება ქვეყნისთვის და სპორტისთვისაც", - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა იოჰამ უალტინმა.

გაცნობებთ, რომ გასულ კვირას დანიის ნაკრებმა ჰოლანდიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გააუქმა, რადგან ქალთა გუნდს საკმარისი ფინანსები არ ჰქონდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები