კაკა: "მინდა ზიდანის გზას გავყვე"
თარიღი: ოქტომბერი 9, 2017, 21:59
"ორლანდოს" ნახევარმცველმა, რიკარდო კაკამ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.
ბრაზილიელის თქმით, ფეხბურთისგან არა სიხარულს, არამედ ტკივილს გრძნობს და მისი ორგანიზმი ცუდად იტანს დატვირთვას.
"ფეხბურთისგან სიხარულს ვეღარ ვგრძნობ", - ციტირებს კაკას სიტყვებს Globoesporte.
"თითოეული დასრულებული მატჩის შემდეგ ტკივილს ვგრძნობ. ჩემი სხეული დატვირთვას ცუდად იტანს. 35 წლის ასაკში ძალიან რთულია ძალების აღდგენა".
"მინდა ზიდანის გზა გავიმეორო. თამაში შეწყვიტა, რადგან ესმოდა, რომ მწვრთნელობა მოსწონს. ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო მუშაობა. მსურს ასეთივე გზით წავიდე", - დასძინა მადრიდის "რეალისა" და "მილანის" ექს-ფეხბურთელმა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE