ისკო ლამის მოედანზე დაჭრეს - ფანი მოედანზე დანით შევარდა და ესპანელისკენ მიდიოდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ისკო ლამის მოედანზე დაჭრეს - ფანი მოედანზე დანით შევარდა და ესპანელისკენ მიდიოდა


ისკო ლამის მოედანზე დაჭრეს - ფანი მოედანზე დანით შევარდა და ესპანელისკენ მიდიოდა

გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესპანეთის ნაკრები ისრაელის ნაკრებს ესტუმრა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

შეხვედრის მიმდინარეობის დროს მოედანზე ზუსტად 6 შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. სტადიონის თანამშრომლებმა დროულად ვერც ერთი მათგანი ვერ შეაჩერეს.

ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ ექვსი ქომაგიდან ერთ-ერთს ცივი იარაღი, კერძოდ კი დანა ჰქონდა. კადრებში ჩანდა, რომ ის ესპანელი შემტევისკენ ისკოსკენ მიდიოდა.

უცნობია, თუ რა მოტივით მიდიოდა ქომაგი ისკოსკენ, თუმცა არ არის გამორიცხული, "რეალის" შემტევისთვის ჭრილობა მიეყენებინა.

ისკო ლამის მოედანზე დაჭრეს - ფანი მოედანზე დანით შევარდა და ესპანელისკენ მიდიოდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები