აგუერო: "ბოლომდე გვჯეროდა!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აგუერო: "ბოლომდე გვჯეროდა!"


აგუერო:

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ ეკვადორთან (3:1) მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 2018 წლის მუნდიალის ფინალურ სტადიაზე გასვლაში ეჭვი არ ეპარებოდა.

მოგეხსენებათ, არგენტინელებმა სატურნირო ცხრილში ლეო მესის ჰეთ თრიქის წყალობით მესამე ადგილი დაიკავეს.

"ბოლომდე გვჯეროდა! წინ, არგენტინა", - წერს აგუერო სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ოქტომბრის თვის დასაწყისში აგუერო ავტოავარიაში მოჰყვა და ნეკნების მოტეხილობა დაუდგინდა, ამიტომაც აღნიშნულ მატჩში "მანჩესტერ სიტის" შემტევს მონაწილეობა არ მიუღია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები