ძანეტი: "ეს დერბი ძალიან მნიშვნელოვანია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ძანეტი: "ეს დერბი ძალიან მნიშვნელოვანია"


ძანეტი:

მილანის "ინტერის" ყოფილი კაპიტანი და განაპირა მცველი, ხავიერ ძანეტი, მიიჩნევს, რომ კვირას გასამართი მილანური დერბი ორივე გუნდისთვის ძალიან ფასეული იქნება.

"გამარჯვება ბიჭებს თავდაჯერებულობას შემატებს. "ინტერმა" საკუთარი ხასიათი და კლასი უკვე გამოავლინა, აგრეთვე გუნდი ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისითაც განვითარდა.

სპალეტი საკუთარ სამუშაოს ძალიან დიდ დროს უთმობს, ბევრს შრომობს და გუნდი სწორედ მისი წყალობით პროგრესირებს. ლუჩიანო ერთგული, პირდაპირი და ჭკვიანი ადამიანია, რომელსაც მოთამაშეები მხარს უბამენ.

საკმაოდ ინტენსიურ და დაძაბულ დაპირისპირებას ველოდები, ვინაიდან ეს დერბი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, "მილანი" აგრესიულად ითამაშებს და მოედანზე მაქსიმუმს დადებს", - განაცხადა ლეგენდარულმა არგენტინელმა.

7 ტურის შემდეგ "ნერაძურიმ" სერია ა-ში 19 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციაზე იმყოფება. "მილანის" აქტივში კი ჯერ მხოლოდ 12 ქულაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები