პოჩეტინო: "არგენტინის მატჩის ყურებისას ჩამეძინა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოჩეტინო: "არგენტინის მატჩის ყურებისას ჩამეძინა"


პოჩეტინო:
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო გამოტყდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ეკვადორსა და არგენტინას (1:3) შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ჩაეძინა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ ჰეთ თრიქი გაიფორმა და "ალბისელესტე" რუსეთში ჩასატარებელი ტურნირის ფინალურ სტადიაზე გაიყვანა.

"ეკვადორისა და არგენტინის მატჩის ყურებისას ჩამეძინა, შვილებმა გამაღვიძეს", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Marca.

"თუმცა, მესის პირველი გოლი ვნახე. მას არ შეეძლო არგენტინისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენის შანსი მიეცა. მარცხი რთული იქნებოდა", - დასძინა "დეზების" თავკაცმა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები