ემერი: "ნეიმარს ოქროს ბურთის მოგებაში დავეხმარებით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემერი: "ნეიმარს ოქროს ბურთის მოგებაში დავეხმარებით"


ემერი:
"პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი იმედოვნებს, რომ ნეიმარი "ოქროს ბურთისთვის" წარმატებით იბრძოლებს.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების კანდიდატთა შორის მოხვდა.

"გვინდა გავიმარჯვოთ", - ციტირებს ემერის სიტყვებს L'Equipe.

"პსჟ" ნეიმარს ამ ტიტულის მოგებაში დაეხმარება. ამჟამად მსოფლიოში ძალიან ბევრი ძლიერი ფეხბურთელია. თუმცა, იგი ფავორიტთა შორის უნდა იყოს", - დასძინა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, 25 წლის სამხრეთამერიკელი სუპერვარსკვლავი ფრანგულ კლუბში გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" რეკორდულ 222 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები