ბეტისის კაპიტანი: "ლა ლიგა ბარსელონას გარეშე? ერთად ბედნიერები ვიქნებით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბეტისის კაპიტანი: "ლა ლიგა ბარსელონას გარეშე? ერთად ბედნიერები ვიქნებით"


ბეტისის კაპიტანი:
"ბეტისის" კაპიტანს, ხოაკინ სანჩესს ესპანეთის ჩემპიონატი "ბარსელონას" გარეშე ვერ წარმოუდგენია.

მისი თქმით, კატალონიური კლუბი ლა ლიგას სჭირდება.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" შეიძლება ესპანეთის ჩემპიონატი დატოვონ, თუ კატალონია ესპანეთს გამოეყოფა და დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

"ლა ლიგა "ბარსელონას" გარეშე? ერთად უკეთესები და ბედნიერები ვიქნებით", - ციტირებს ხოაკინ სანჩესის სიტყვებს AS.

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ბეტისი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება? დიახ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ბეტისი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება".

ამ ეტაპზე, "ბეტისი" ესპანეთის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა და ტურნირიდან "ბარსას" გამოთიშვის შემთხვევაში, სევილიური კლუბი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ზონას მიუახლოვდება.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები